სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფგან მუხთარლის საქმესთან კავშირს უარყოფს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 9 ივნისს გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში უარყო რაიმე კავშირი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან.

„აზერბაიჯანელი დეპუტატის ელმან ნასიროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავება იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და რაიმე კავშირს აფგან მუხთარლის საქმესთან კატეგორიულად უარყოფს“, – განაცხადა მან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დასძინა, რომ მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button