ახალი ამბები

მოსკოვი თბილისისგან ‘კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს’ ელის

საქართველოს ახალი ხელისუფლებისაგან მოსკოვი კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა.

3 ნოემბერს რუსეთის საგარეო უწყების ვებ–გვერდზე საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე რუსეთთან ურთიერთობებში მის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძის დანიშვნის თაობაზე მოკლე ოფიციალური კომენტარი გამოქვეყნდა.

„რაიმე ტიპის პროგნოზების აგება აბაშიძის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, უადგილოა. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩვენთან მას იცნობენ ჩვენს ქვეყანაში ელჩად მისი მუშაობით და შემდგომი ვიზიტებით. ის თავადაც კარგად იცნობს რუსეთს“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა გაიმეორა რა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პოზიცია აბაშიძის დანიშვნასთან დაკავშირებით.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევთ თბილისის განცხადებებს რუსეთთან ურთერთობების ნორმალიზების მისწრაფებაზე და შესაბამის საკადრო გადაწყვეტილებებს, თუმცა  საქართველოს ახალი ხელისუფლებისაგან უპირველესად ველით კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button