ახალი ამბები

‘მეგობართა ჯგუფი’ სოხუმს მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდებს

22 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების  (საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ) ჯგუფი სინანულს გამოთქვამს აფხაზური მხარის უარის გამო, მონაწილეობა მიეღო 22 ივლისს თბილისში გაეროს ეგიდით დაგეგმილ მოლაპარაკებებში.


“მეგობართა ჯგუფი მიესალმება დღევანდელ შეხვედრაში ქართული მხარის მონაწილეობას და გაეროს ეგიდით წარმართულ ჟენევის პროცესში მის კონსტუქციულ ჩართვას. ამავე დროს, მეგობართა ჯგუფი სინანულს გამოთქვამს, რომ აფხაზურმა მხარემ მონაწილეობა არ მიიღო დღევანდელ მოლაპარაკებებში 2005 წლის 2 ივლისს თურქული გემის დაკავების მოტივით. მეგობართა ჯგუფს სჯერა, რომ ამით აფხაზურმა მხარემ საკუთარი პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობა გაუშვა“, ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button