ახალი ამბები

მოსკოვი და ცხინვალი ‘ინტეგრაციის შესახებ კომპლექსურ ხელშეკრულებას’ ამზადებენ

მოსკოვი და ცხინვალი „ინტეგრაციის შესახებ კომპლექსურ ხელშეკრულებას“ ამზადებენ, განაცხადა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა 20 ნოემბერს.

საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ახალი ხელშეკრულება ორმხრივ ურთიერთობებს „ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო სფეროში“. ინფორმაცია დაგეგმილი ახალი ხელშეკრულების სხვა დეტალებზე ჯერჯერობით უცნობია.

იმავდროულად, სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ 19 ნოემბერს რუსეთთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ახალი ხელშეკრულების პროექტი ხელმოსაწერად მოიწონა; ხელშეკრულების საბოლოო ტექსტში ბევრი, თუმცა არა ყველა ის ცვლილება შევიდა, რომელიც აფხაზურმა მხარემ რუსეთის მიერ შეთავაზებულ პროექტში შეიტანა.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი, რომლის პარტიამ „ერთიანი ოსეთი“ ივნისში ადგილების უმრავლესობა მოიპოვა საკანონმდებლო ორგანოში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირდებოდა, რომ რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმს გამართავდა; თუმცა ასეთი რეფერენდუმი სეპარატისტულ რეგიონში ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button