ახალი ამბები

უნგრეთმა სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აღიარა

უნგრეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის განკუთვნილი სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აღიარა, იტყობინება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 14 იანვარს.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, რომლის აღიარებაზეც უნგრეთმა გადაწყვეტილება 2013 წლის 29 ნოემბერს მიიღო, სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.

უნგრეთი მეთორმეტე ქვეყანა გახდა იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის, აშშ-ის, ბულგარეთის, პოლონეთის, ისრაელის, ესტონეთის, რუმინეთის შემდეგ, რომელიც დათანხმდა თბილისის მიერ შემოღებული იმ დოკუმენტის აღიარებას, რომელიც რუსეთის და სეპარატისტული რეგიონების ხელისუფალთა კრიტიკის სამიზნე გახდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button