skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი მარგველაშვილი თურქეთში ვიზიტს გეგმავს

20 იანვარს პრეზიდენტი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა, იტყობინება მისი ადმინისტრაცია.

გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს გეგმავს თურქ კოლეგასთან აბდულა გიულისთან, პრემიერ-მინისტრ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარესთან ჯემილ ჩიჩექთან.

პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ ეს მარგველაშვილის მეორე უცხოური ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც ნოემბრის ბოლოს ლიტვას სტუმრობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის ფარგლებში.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button