ახალი ამბები

მთავრობა მოკრძალებულ საპრეზიდენტო ინაუგურაციას გეგმავს

არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მოსამზადებელმა სახელმწიფო კომისიამ განაცხადა, რომ ცერემონია, რომელიც 17 ნოემბერს იგეგმება, ზომიერი და უბრალო იქნება ხარჯების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

ფიცის დადების ცერემონიალი პარლამენტის ძველი შენობის ეზოში გაიმართება რუსთაველის გამზირზე, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და კომისიის წევრმა მაია ფანჯიკიძემ 4 ნოემბერს.

მისი თქმით, მოსაწვევები გაეგზავნათ უცხოელ ოფიციალურ პირებს დაახლოებით 70 ქვეყნიდან და საერთაშორისო ორგანიზაციიდან.

ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მოწვეულებს შორის არ არის რუსეთი, ვისთანაც საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. 

ცერემონიაზე ასევე მოწვეულები იქნებიან  დეპუტატები, პრეზიდენტი სააკაშვილი და ექს–პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ მარგველაშვილი გმირთა მოედანზე სამშობლისთვის დაღუპული ჯარისკაცების მემორიალს გვირგვინით შეამკობს, რის შემდეგაც გაიმართება ქართული ფოლკლორული  ანსამბლის კონცერტი და მიღება მოწვეული უცხოელი სტუმრებისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button