skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი მომავალ პრემიერ–მინისტრს მომდევნო კვირას დაასახელებს

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა, რომელიც თანამდებობიდან წასვლას აპირებს, განაცხადა 24 ოქტომბერს, რომ ახალი პრემიერ–მინისტრის ვინაობას ის სამშაბათს ან ოთხშაბათს დაასახელებს. 

ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ  დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მეორე ტურის გარეშე მოიგებს 27 ოქტომბრის არჩევნებს. 

ივანიშვილის თქმით, ახალი პრემიერ–მინისტრი პატიოსანი ადამიანი და კარგი მენეჯერი იქნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button