skip to content
ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის პირველ ნახევარში მშპ–ს ზრდამ 1.8% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის პირველ ნახევარში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8 პროცენტი შეადგინა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2013 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 0,8 პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა, მაისში 0.2%–იანი ზრდის შემდეგ („საქსტატის“ მიერ ივნისში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს მშპ–ს რეალურმა ზრდამ მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ნული პროცენტი შეადგინა).

წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,3 პროცენტი შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით; პირველ კვარტალში ზრდამ 2.4% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button