ახალი ამბები

სააკაშვილი სინგაპურს სტუმრობს

პრეზიდენტი სააკაშვილი სინგაპურში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც ის სინგაპურის პრეზიდენტს ტონი ტანს შეხვდა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 29 ივლისს.

ამავე ცნობით, ლიდერებმა ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს, მათ შორის გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. 

პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები იყო, რისი „წარმატების გარანტიც“, როგორც სააკაშვილმა, მისი პრესსამსახურის თანახმად, თავის კოლეგას განუცხადა, სინგაპურის მოდელი გახდა. სააკაშვილი ასევე შეხვდა სინგაპურის სახელმწიფო განვითარების მინისტრს.

სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, რომლის დროსაც ასევე დაგეგმილია „სხვა მაღალი რანგის შეხვედრები“, პრეზიდენტ სააკაშვილს თან ახლავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი ქადაგიძე და დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button