skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილმა დამოუკიდებლობის დღე ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად აღნიშნა



პრეზიდენტი სააკაშვილი ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმართავს. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი სააკაშვილი კვირას ავღანეთში ჩავიდა, სადაც ჰელმანდის პროვინციაში განთავსებულ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
 
სააკაშვილმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა მათი თავგანწირვისა და მამაცური სამსახურისთვის.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იგი ასევე შეხვდა „რეგიონალური სარდლობის, სამხრეთ დასავლეთის“ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერს, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების  მნიშვნელოვან წვლილს ISAF–ის მისიაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button