skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი გერმანიაში მარშალის ფონდის დისკუსიებში მონაწილეობს

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიას სტუმრობენ, სადაც 15 აპრილს მარშალის ფონდის მიერ საქართველოს შესახებ გამართულ არაფორმალურ დისკუსიაში მონაწილეობას.

მსგავსი არაფორმალური შეხვედრები უკვე რამოდენიმე წელია რაც რეგულარულად იმართება ბავარიის ალპებში მდებარე სპა-სასტუმრო Schloss Elmau-ში. 

მონაწილეთა შორის არიან მარშალის ფონდის დირექტორი ქრეიგ კენედი, ესტონეთის პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი, ასევე ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი და სეიმის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვალდას ზატლერსი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელია.

პრემიერის გარდა, ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი.

გასულ წელს გერმანიაში ჩატარებულ ანალოგიურ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ და ამჟამინდელმა უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. სააკაშვილმა ასევე მიიღო მონაწილეობა ამავე ღონისძიებაში 2013 წ-ის თებერვალში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button