Placeholder canvas
ახალი ამბები

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

სლოვაკეთის ვიცე–პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი 8–9 აპრილს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს სტუმრობს.

თბილისში, ერევანსა და ბაქოში  დაგეგმილი მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხს ვილნიუსში ნოემბერში დაგეგმილი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მომზადება წარმოადგენს, იტყობინება სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

8 აპრილს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მადლობა გადაუხადა თავის სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ სლოვაკეთის მხარდაჭერის გამო და განაცხადა, რომ სლოვაკეთი აქტიურად ეხმარება საქართველოს, რომ მან ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მიღებას მიაღწიოს.

თბილისში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს; თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას; სახელმწიფო მინისტრს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილს, ასევე პარლამენტის ვიცე–სპიკერს მანანა კობახიძეს. 9 აპრილს იგი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვევა და მის ხელმძღვანელთან ანდჟეი ტიშკევიჩთან გამართავს შეხვედრას.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button