ახალი ამბები

ივანიშვილი: ‘ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით აფხაზეთის რკინიგზის საკითხს’

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 14 მარტს, რომ მის მთავრობას გააჩნია „პოლიტიკური ნება“, რომ სეპარატისტული აფხაზეთის გავლით რუსეთ–საქართველოს რკინიგზა აღადგინოს, მაგრამ „ფრთხილად ეკიდება“ ამას, რადგანაც ეს საკითხი რუსეთთან და „ოკუპირებულ ტერიტორიებთან“ დაკავშირებული უფრო ფართო პრობლემების კონტექსტში უნდა მოგვარდეს.  

„ჩვენი მხრივ პოლიტიკური ნება ამის არსებობს, მაგრამ იქ არის ძალიან ბევრი კითხვები“, – განაცხადა მან საქართველოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე. 

„თქვენ იცით, რომ ძალიან ფაქიზი თემაა ეს. იქ არის ჩვენი გლობალური ურთიერთობა რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და ეს ამ კონტექსტში განიხილება. კარგია, რომ პოლიტიკური ნება ამის არსებობს, მაგრამ ეს იმ დიდი პრობლემების საერთო კონტექსტში უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს და მე ვფიქრობ, რომ ნელ–ნელა განვვითარდებით; სიჩქარემ შეიძლება დაგვაზიანოს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს პროცესი „ისე უნდა განვითარდეს, რომ აუცილებლად სასარგებლო იყოს საქართველოსთვის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button