ახალი ამბები

საქართველოში პატიმართა რაოდენობა ნახევარზე მეტით შემცირდა



საქართველოში პატიმრების რაოდენობა ყოველთვიურად 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის თებერვლამდე. წყარო: საქსტატი და სასჯელაღსრულების სამინისტრო.

პატიმართა რაოდენობა შარშან იანვარში არსებული 24 079-დან  2013 წლის თებერვლის ბოლოს 11 107-მდე შემცირდა, ძირითადად, ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად.

27 თებერვლის მდგომარეობით, ციხეებიდან სულ 7 985 პატიმარი გათავისუფლდა იმ ამნისტიის აქტის შედეგად, რომელიც პარლამენტმა დეკემბერში მიიღო და რომელიც იანვარში შევიდა ძალაში მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 27 თებერვლის მდგომარეობით, ციხეებში 11 107 პატიმარი იხდის სასჯელს; ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება, რადგანაც ამნისტიის შედეგად პატიმრების გათავისუფლების პროცესი კვლავ გრძელდება.



საქართველოში პატიმრების რაოდენობა ყოველწლიურად 2001-2011 წლების პერიოდში. წყარო: საქსტატი

საქართველოში პატიმრების რაოდენობამ, რომელიც გასული წლის ბოლომდე ერთ-ერთი მაღალი იყო ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში, 2012 წლის დასაწყისიდან კლება დაიწყო. კლების ტენდენცია 2012 წლის ბოლოსთვის გაძლიერდა და იანვარში ამნისტიის აქტის ძალაში შესვლის შემდეგ მან სწრაფი კლება დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button