Placeholder canvas
ახალი ამბები

შსს: მერაბიშვილი ცდილობს ხელი შეუშალოს ‘ყალბ პასპორტზე’ გამოძიებას

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრემიერ–მინისტრის და ამჟამად ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დღევანდელ დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა კვლავ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან“.

"საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების და მოწმეთა ჩვენებების მიუხედავად, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მერაბიშვილის ჩვენებას, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა კვლავ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან", – განაცხადა შსს–მ.

 „იგი შეგნებულად ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს ხელი შეუშალოს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას“, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმეში არსებული დამატებითი მტკიცებულებები საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მერაბიშვილის ადვოკატმა განაცხდა, რომ მერაბიშვილმა „ამომწურავი“ პასუხი გასცა გამომძიებლების შეკითხვებს ყალბი პასპორტის საქმესთან დაკავშირებით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button