skip to content
ახალი ამბები

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრა ვარშავაში გაიმართა

პრეზიდენტი სააკაშვილი 6 დეკემბერს ვარშავაში თავის პოლონელ კოლეგას, ბრონისლავ კომოროვსკის  შეხვდა.

„მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ლიდერებმა საქართველოს ბოლოდროინდელი  შიდაპოლიტიკური მოვლენებიც განიხილეს“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ამავე ინფორმაციის თანახმად, ბრონისლავ კომოროვსკიმ შეხვედრისას აღნიშნა, პოლონეთი კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი კავკასიის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის მასპინძლობით იმართება.

8 დეკემბერს სააკაშვილის კრაკოვს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „პოლონეთი და მსოფლიო 21–ე საუკუნეში“, რომლის ორგანიზატორიც სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტია.

This post is also available in: English Русский

Back to top button