კონსერვატორებმა საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს
პარლამენტში ახალი ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები“ შეიქმნა, რომელსაც დეპუტატი გიგა ბუკია ხელმძღვანელობს და რომელშიც კონსერვატორების ლიდერი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური შედის.
ახალ ფრაქციაში სულ ექვსი დეპუტატია გაერთიანებული, რომელთა შორისაა წალკის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან რევაზ შავლოხაშვილი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია გასულ კვირას დატოვა.
ამჟამად საპარლამენტო უმცირესობაში 58 დეპუტატი რჩება. ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც არჩევნების შედეგად 65 მანდატი მოიპოვა, შავლოხაშვილის გარდა ექვსმა მაჟორიტარმა დეპუტატმა დატოვა, რომელთაც ნოემბრის დასაწყისში ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ ჩამოაყალიბეს.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამჟამად 83 დეპუტატი ირიცხება, ხოლო მასში შემავალი ფრაქციების რაოდენობა სამიდან ოთხამდეა გაზრდილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)