skip to content
ახალი ამბები

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეგზით პოლის ჩასატარებლად GfK დაიქირავა

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა 13 სექტემბერს, რომ მან  1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზით პოლის ჩასატარებლად კომპანია GfK  დაიქირავა, რომლის სათაო ოფისი ნიურნბერგშია განთავსებული.

არჩევნების დღეს ეგზით პოლის ორგანიზების გარდა, GfK-სთან 230 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი ასევე ითვალისწინებს სექტემბერში ორი სოციოლოგიური კვლევის  ჩატარებას.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ არჩევნების დროს გამოკითხვა საქართველოს 220 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და 25 000 რესპონდენტი გამოიკითხება, რაც იძლება 3%–მდე ცდომილებას. 

GfK–მ პირველად ეგზით პოლი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის მერის არჩევის დროს ჩაატარა.    

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button