
ახალი ამბები
საქართველომ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა მას შემდეგ, რაც 10 აგვისტოს ფინალში რუს ჯამალ ოთარსულთანოვთან წააგო ბრძოლა.
საქართველოს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე სულ ოთხი მედალი აქვს მოპოვებული – ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა 29 ივლისს საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოიპოვა 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში; 6 აგვისტოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რევაზ ლაშხი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 27 წლის მანუჩარ ცხადაია 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრონჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
This post is also available in: English Русский