
ახალი ამბები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩა
21 სექტემბერს გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მეორე ვადით აირჩია სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე.
ამ თანამდებობაზე მისი ხელმეორედ არჩევა დღის წესრიგში იმის გამო დადგა, რომ გიორგი პაპუაშვილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლიდან თავმჯდომარეობს, 5–წლიანი მუშაობის ვადა ამოეწურა.
შარშან ოქტომბერში კონსტიტუციაში შეტანილი იმ ცვლილებების შედეგად, რომელიც ძალაში 2011 წლის იანვრიდან შევიდა, მოიხსნა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელი იყო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2007 წლის ივლისში დედაქალაქიდან ბათუმში იქნა გადატანილი.
This post is also available in: English Русский