ახალი ამბები

სააკაშვილი ნიუ–იორკში იმყოფება

20 სექტემბერს დაიწყო პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი ნიუ-იორკში, სადაც დაგეგმილია გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში მისი სიტყვით გამოსვლა; ასევე რიგი ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გენასამბლეის სხდომაზე გამოვლისას „უპირველეს ყოვლისა, საქართველოსა და ზოგადად, რეგიონის  უსაფრთხოებას შეეხება, ასევე მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრებს".

მისი ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია სააკაშვილის მთელი რიგი ორმხრივი შეხვედრები  სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის, შვეიცარიის პრეზიდენტთან, ფინელ, ლიტველ, ლატვიელ კოლეგებთან, ასევე ყაზახეთის, ყირგიზეთის, ბოლივიის, მონღოლეთის, ნიგერიის პრეზიდენტებთან.

მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ბილ კლინტონსაც შეხვდება, განაცხადა მისმა პრესსპიკერმა 20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button