skip to content
ახალი ამბები

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

ესტონეთის პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი 4–6 ივლისს სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა, სადაც „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს განიხილავს“, განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კვირას.

ესტონეთის პრეზიდენტი თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ–მინისტრს ნიკა გილაურს და ასევე ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.   

ესტონეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება ილვესის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ევროპული გაგებით, „დემოკრატია და ეკონომიკური კეთილდღეობა ურთიერთგადაჯაჭვულია და წარმატებულ, მომავალზე ორიენტირებულ სახელმწიფოს თანაბარი წვლილი უნდა შეჰქონდეს ორივე მიმართულებით“. მან ასევე განაცხადა, რომ „სახელმწიფო“ ამ კონტექსტში მხოლოდ ლოზუნგს არ წარმოადგენს, არამედ ეს არის პასუხისმგებლობის მქონე შეთანხმება ხალხსა და ხელისუფლებას შორის“. ესტონეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია ურიერთპატივისცემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ასევე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება.

This post is also available in: English Русский

Back to top button