ახალი ამბები

ვაშაძის ვიზიტი გვატემალაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გვატემალაში ვიზიტის ფარგლებში 22 ივნისს თავის კოლეგას ჰაროლდო როდას მელგარს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა 22-23 ივნისს მონაწილეობა მიიღო გვატემალაში გამართულ "ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიის მხარდაჭერის საერთაშორისო კონფერენციაში", რომელიც ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის SICA-ს ორგანიზაციის ფარგლებში გაიმართა და რომელსაც ესწრებოდნენ ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, კოლუმბიისა და მექსიკის პრეზიდენტები და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

"კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა საქართველოს სწრაფვაზე მჭიდრო ურთიერთობები განავითაროს ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან", – აცხადებს საგარეო უწყება.

 

Back to top button