
ახალი ამბები
საქართველო მიესალმება “დემოკრატიულ პროცესებს“ ეგვიპტეში
საქართველო მიესალმება "უკანასკნელ დღეებში ეგვიპტეში დემოკრატიული პროცესების განვითარებას“ და გამოთქვამს იმედს, რომ „ხელისუფლების ტრანზიცია ეგვიპტეში იქნება მშვიდობიანი და გამოხატავს ხალხის ნებას“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 თებერვალს.
"ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ დემოკრატიული პრინციპების და ღირებულებების დაცვა ხელს შეუწყობს ეგვიპტეში და მთლიანად რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის განმტკიცებას,“ – აცხადებს საგარეო უწყება და დასძენს, რომ "საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ეგვიპტეში მოვლენების განვითარებისადმი ყურადღებით თვალ-ყურის დევნებას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)