skip to content
ახალი ამბები

ტელეკომპანია “მაესტრომ“ მაუწყებლობა განაახლა

ტელეკომპანია "მაესტრომ“ 25 დეკემბერს დილით მაუწყებლობა განაახლა მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ ტექნიკური პრობლემების მოტივით გადაცემები დროებით შეაჩერა.

"ფინანსური და ტექნიკური პრობლემები ნაწილობრივ მოგვარებულია, რის გამოც გასულ კვირაში ახალი ამბების არხმა ორი დღით მაუწყებლობა შეწყვიტა. "მაესტრო“ ჩვეულ სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდა,“ – განაცხადა ტელეკომპანიამ  თავის საინფორმაციო გამოშვებაში.

ტელეკომპანია "მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა უარყო ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია, რომელმაც 2009 წლის ნოემბერში არხის მენეჯმენტი ჩაიბარა, "მაესტროდან“ წავიდა. კომპანია, რომელსაც სამწლიანი კონტრაქტი აქვს "მაესტროსთან“ ეროსი კიწმარიშვილმა დააფუძნა. თუმცა, ახლად დაფუძნებული ქართული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, კიწმარიშვილი აცხადებს, რომ 2010 წლის მარტიდან იგი აღარ მონაწილეობს არხის მენეჯმენტში. სწორედ ამ დროს დაინიშნა კახა ბექაური ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button