ახალი ამბები

რუსეთის უშიშროების სამსახურის თქმით, მეომრები საქართველოდანაც ფინანსდებიან

დაღესტანში მოქმედი მეომართა ჯგუფები დაფინანსებას რიგი უცხოური ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდანაც იღებენ, განაცხადა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დაღესტანის დანაყოფმა.

”რია ნოვოსტი” 1 იანვარს იტყობინებოდა, რომ უშიშროების სამსახურმა 31 დეკემბერს მოკლულ ოთხ მეომარს აღმოუჩინა ჩანაწერები, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას მეომართა ჯგუფის დაფინანსებისა და ხარჯების შესახებ, ასევე ცნობებს საქართველოდან, გაერთიანებულ არაბთა საამიროებიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ”თანხების გადმორიცხვის არხებთან დაკავშირებით.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button