ახალი ამბები

ვაშაძე ვატიკანსა და შვეიცარიას ეწვევა

9-14 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ვატიკანსა და შვეიცარიას ეწვევა, იტყობინება საგარეო უწყება.

ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე გამართავს შეხვედრებს მალტის სუვერენული ორდენის დიდ კანცლერთან ჟან პიერ მაზრისთან, ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს სახელმწიფოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსთან მონსინიორ დომინიკ მამბერტთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

ბერნში ვიზიტისას კი საქართელოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თავის შვეიცარიელ კოლეგას მიშელინ კალმი-რეის და ეკონომიკის მინისტრს დორის ლოიტარდს შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button