ახალი ამბები

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმებიან სატელიტურ ცენტრთან EUMM-ის თანამშრომლობას

ბრიუსელში 17 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ ევროკავშირის სატელიტური ცენტრის ”მზარდ როლს” საქართველოში ევროპელი დამკვირვებლების მხარდაჭერის საქმეში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა 13 ნოემბერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სატელიტურ ცენტრთან თანამშრომლობის შედეგად მისიისთვის უკვე ხელმისაწვდომია სატელიტური მონაცემები, ეს მონაცემები ”ყოვლისმთქმელი არ არის” და ”ის სრულად ვერ ჩაანაცვლებს ადგილზე  მონიტორინგის განხორციელებას.”

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მიერ 17 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნებში კიდევ ერთხელ არის გამოხატული ევროკავშირის მხარდაჭერა სადამკვირვებლო მისიის მანდატის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფართოების მიმართ, ”მათ შორის დე ფაქტო რეგიონებში შესვლასთან დაკავშირებით”.

”გამოხატავს რა მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ძალის არგამოყენების პრინციპის მიმართ, საბჭო ხაზს უსვამს იმ ღონისძიებების მნიშვნელობას, რომელიც გაზრდის ნდობას მხარეებს შორის, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების საშუალებით,” –  ნათქვამია დასკვნებში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button