![](https://civil.ge/wp-content/uploads/2025/01/default-pic-780x470.png)
ახალი ამბები
აშშ საქართველოს 7.2 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას უგზავნის
30 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა 7.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გამოუყო.
სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა C-17-მა თბილისში ჩამოიტანა წნევის წამლების, ოფთალმოლოგიური პრეპარატების, ანტიბიოტიკების, ტკივილგამაყუჩებლებისა და მულტი-ვიტამინების მარაგი, აგრეთვე პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებები, იტყობინება აშშ-ის საელჩო საქართველოში.
ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის დახმარების კოორდინატორი დენ როზენბლუმი ხელმძღვანელობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)