ახალი ამბები
რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული 16 ქართველი გაანთავისუფლეს
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 16 ქართველი 30 ოქტომბერს გაათავისუფლა, განუცხადა Civil.Ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.
მისი თქმით, ქართველების გათავისუფლება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მოხდა და მათ ადმინისტრაციულ საზღვარზე დაახლოებით ერთ საათში გადმოიყვანენ.
საქართველოს 16 მოქალაქე სეპარატისტულ რეგიონში განლაგებულმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მესაზღვრეებმა 25 ოქტომბერს დააკავეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)