skip to content
ახალი ამბები

ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ აჭარის 25-ე არხის დავა სახელმწიფოსთან დადებითად გადაწყდება

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ფინანსთა სამინისტროსა და ბათუმში მოქმედ კერძო ტელეკომპანია 25-ე არხს შორის საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე შეთანხმება შედგება, რათა მის ანგარიშს ინკასო მოეხსნას და ტელეკომპანიამ შეძლოს საქმიანობის გაგრძელება.

ტუღუშმა ეს განცხადება 29 ოქტომბერს ფინანსთა მინისტრთან კახა ბაინდურაშვილთან ტელეკომპანიის პრობლემებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

არხს ბათუმის საგადასახადო სამსახურმა და შემდგომ სასამართლომ 277 547 ლარის გადახდა დააკისრა, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაშიც, კანონი სახელმწიფოს ტელეკომპანიის აუქციონზე გაყიდვის უფლებას ანიჭებს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა იმ მოტივით აპროტესტებს დაკისრებულ დავალიანებას, რომ ის ასლან აბაშიძის მმართველობის დროს არხის წინა მენეჯმენტის დროს დაგროვდა.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ფინანსთა სამინისტრო და 25-ე არხის ხელმძღვანელობა შეძლებს  შეთანხმებას და უახლოეს მომავალში რეგიონული ტელეკომპანიის ფინანსური პრობლემები სამართლებრივი გზით მოგვარდება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button