
ახალი ამბები
სამეგრელოში რკინიგზაზე მორიგი ინციდენტი მოხდა
წუხელ ღამით სენაკის სარკინიგზო მონაკვეთზე მომხდარი აფეთქების შედეგად სატვირთო მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სოფელ თეკლათის მახლობლად მდებარე სარკინიგზო მონაკვეთზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. მატარებელი მაზუთით იყო დატვირთული და ის ყულევის ტერმინალისკენ მოძრაობდა. ამჟამად მიმდინარეობს, რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები.
ეს ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რეგიონში რკინიგზაზე მომხდარი მეხუთე ინციდენტია. ყველა წინა ინციდენტი ზუგდიდის რაიონში მოხდა.
This post is also available in: English Русский