ახალი ამბები

ტალიავინიმ აგვისტოს ომზე საგამოძიებო მოხსენება წარადგინა

შარშანდელი აგვისტოს ომის შემსწავლელი მისიის ხელმძღვანელმა ჰეიდი ტალიავინიმ დღეს ბრიუსელში წარადგინა მოხსენება, რომელიც უკვე გადაეცა ქართულ და რუსულ მხარეებს, ევროკავშირს, ეუთოს და გაეროს.

მოხსენების ტექსტი ცოტა ხანში გამოქვეყნდება www.ceiig.ch ვებ-ვერდზე.

”ევროკავშირი მიესალმება ანგარიშის პრეზენტაციას და ცნობად იღებს მის შინაარსს. ხაზს უსვამს რა ანგარიშის დამოუკიდებელ ბუნებას, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მისი დასკვნები ხელს შეუწყობს შარშანდელი კონფლიქტის წარმოშობისა და მიმდინარეობის უკეთ გაგებას და უფრო ფართო პერსპექტივაში, წვლილს შეიტანს პრევენციული დიპლომატიის კუთხით განსახორციელებელ სამომავლო საერთაშორისო მცდელობებში,”- ნათქვამია ევროკავშირის პრესრელიზში, რომელიც 30 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ევროკავშირი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი და ”განგრძობადი” მოგვარება უნდა ეფუძნებოდეს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს.

შვეიცარიელი  დიპლომატის ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით მისია გასული წლის 2 დეკემბრიდან მუშაობდა რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების დასადგენად. თავდაპირველად დაგეგმილი იყო გამოძიების შედეგების 31 ივლისს გამოქვეყნება, თუმცა ეს ვადა ორი თვით გახანგრძლივდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button