
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კოლეგას შეხვდა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი 8 იანვარს ვაშინგტონში საქართველოს თავდაცვის მინისტრს დავით სიხარულიძეს შეხვდა.
სიხარულიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც საქართველოს ელჩი იყო აშშ-ში, ვაშინგტონს საქართველოს ხელისუფლების მაღალაჩინოსნებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან ერთად სტუმრობს. ვაშაძე დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან ერთად ხელს მოაწერს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)