ახალი ამბები

რუსეთი ევროკავშირის საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობისთვის მზადაა

რუსეთი მზად არის ითანამშრომლოს აგვისტოს ომის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიასთან, რომელიც ევროკავშირის ეგიდით მუშაობს, და იმედოვნებს, რომ კომისიის მუშაობა წარიმართება მშვიდად და ობიექტურად და არ ავნებს რეგიონში სტაბილურობის პროცესს, განაცხადა რუსეთის სააგრეო საქმეთა მინისტრის მოდგილემ გრიგოლი კარასინმა.

”ჩვენ ვითანამშრომლებთ კომისიასთან, თუმცა ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი შიში იმისა, რომ მისმა მუშაობამ შესაძლოა გამოიწვიოს ემოციების ახალი ტალღა ზოგიერთ დედაქალაქში: თბილისში, ცხინვალში, სოხუმში, მოსკოვში, ბრიუსელში ან ვაშინგტონში,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” კარასინის სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ კომისიის საქმიანობა პროცესში მონაწილე ყველა მხარეს მოიცავს, მათ შორის საქართველოს, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, ევროკავშირს, რუსეთს და აშშ-ს, იტყობინება ”რია ნოვოსტი”. 

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ თბილისის ინტერესებში შედის ევროკავშირის კომისიასთან თანამშრომლობა. 

2 დეკემბერს ევროკავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი ”შემსწავლელი მისიის” შექმნას, რომელიც კონფლიქტის წარმოშობასა და მიმდინარეობას გამოიძიებს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის საფუძველზე და ”ამ კონტექსტში გაკეთებული ბრალდებების ფარგლებში”. მისი თქმით, მისიის გამოძიების გეოგრაფიული და დროის  არეალი უნდა იყოს საკმარისად ფართო, რათა დადგინდეს ყველა შესაძლო მიზეზი.

 

Back to top button