ახალი ამბები

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 14 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი გირაოთი გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის არეულობებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 14 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი გირაოთი გაათავისუფლა.

შედეგად, წინასწარ პატიმრობაში სულ 58 პირი რჩება, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი. ამასთან, სამი პირი გირაოთი გაათავისუფლეს, ხოლო კიდევ სამს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

This post is also available in: English

Back to top button