
რუსმა სენატორებმა სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულებებს რატიფიცირება გაუკეთეს
რუსეთის ფედერაციის საბჭომ 12 ნოემბერს რატიფიცირება გაუკეთა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებს, იტყობინება ”რია ნოვოსტი”.
ამ ხელშეკრულებების რატიფიცირებას უკვე დაუჭირეს მხარი რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ – სახელმწიფო სათათბირომ და ასევე სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტებმა.
ხელშეკრულებები, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას, მათ შორის სამხედრო სფეროშიც, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 17 სექტემბერს გააფორმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან სერგეი ბაღაფშთან და ედუარდ კოკოითთან მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს აღიარა საქართველოს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა და დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობები.
This post is also available in: English (ინგლისური)