skip to content
ახალი ამბები

გაეროს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში სოხუმს სტუმრობს

საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის შემდგომი ფუნქციონირების საკითხებზე იმსჯელეს დღეს სოხუმში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში იოჰან ვერბეკემ და სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, იუწყება ”აფსნიპრესი”.

”ჩვენ დაინტერესებული ვართ გაეროს მისიის მუშაობის გაგრძელებაში,’- განაცხადა შამბამ და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიზნით გამოიძებნება ურთიერთსასარგებლო გამოსავალი.

სოხუმი მისიის სახელწოდების შეცვლას მოითხოვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა აგვისტოში აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხი თვით, 15 თებერვლამდე ”ტექნიკურად” გაუგრძელა მანდატი გაეროს სადამკვირვებლო მისიას საქართველოში.

იმავდროულად, ”აფსნიპრესი” იტყობინება, რომ 10 ნოემბერს სოხუმს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელი  ეწვევა. მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში ჟენევაში 18 ნოემბერს დაგეგმილ მოლაპარაკებების ფორმატზე იმსჯელებენ.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button