skip to content
ახალი ამბები

იაპონია საქართველოს 200 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე იაპონიამ განაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის მანძილზე 200 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, იტყობინება AFP.

”მე ღრმად მწამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის იაპონიის წვლილი… დაეხმარემა საქართველოს და მისი ხალხის კეთილდღეობას და ააღორძინებს რეგიონალურ ეკონომიკას,” – იტყობინება AFP იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის იასუტოში ნიშიმურას სიტყვებზე დაყრდნობით. მას ეს განცხადება ბრიუსელში გააკეთა.

ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ იაპონიაა მეორე უმსხვილესი დონორი-სახელმწიფო საქართველოსთვის. ამ უკანასკნელმა უკვე დადო პირობა 1 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე. 

AFP-ი ასევე იტყობინება, რომ გერმანია 33.7 მილიონ ევროს, ხოლო შვედეთი 40 მილიონ ევროს გამოყოფს საქართველოსთვის.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 235 მილიონ ნორვეგიულ კრონს გამოყოფს საქართველოსთვის (დაახლოებით 33.6 მილიონ აშშ დოლარს). 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button