
ახალი ამბები
მრეწველები შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ
მრეწველები არ დააყენებენ დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებს თბილისის ვაკისა და დიდუბის ოლქებში, თუმცა მიიღებენ მონაწილეობას აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომელიც ასევე 3 ნოემბერს გაიმართება.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მრეწველთა ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია უკვე დარეგისტრირდა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მრეწველები ახალი მოწვევის პარლამენტში არ არიან წარმოდგენილები.
შუალედურ არჩევნებში არ მონაწილეობს არც მმართველი პარტია.
პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებს, ისევე როგორც აჭარის არჩევნებს, ბოიკოტს უცხადებენ ძირითადი ოპოზიციური პარტიები, განსხვავებით პარლამენტში წარმოდგენილი პარტიებისაგან.
This post is also available in: English