ახალი ამბები
რუსეთის და გერმანიის ლიდერები საქართველოზე იმსჯელებენ
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 2 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება და კავკასიაში არსებულ სიტუაციას განიხილავს, განაცხადა კრემლის წყარომ.
”ლიდერები განიხილავენ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებს, მათ შორის სიტუაციას კავკასიაში,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” წყაროზე დაყრდნობით. ”ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აღდგეს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, რაც შეარყია საქართველოს აგრესიამ ოსი ხალხის წინააღმდეგ”.
რუსეთის და გერმანიის ლიდერების ბოლო შეხვედრა სოჭში აგვისტოს შუა რიცხვებში გაიმართა, რომლის დროსაც მათ სამხრეთ ოსეთის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)