ახალი ამბები

ზუგდიდში ცოტა ხნით რუსი სამშვიდოები დააკავეს

ქართველი სამართალდამცავები რუსულ ჯავშანმანქანაზე დგანან. საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო კადრი.

ზუგდიდში 18 მაისს ექვსი რუსი სამშვიდობო დააკავეს მას შემდეგ, რაც მათი ჯავშანმანქანა ერთ-ერთი მოქალაქის მსუბუქ მანქანას შეეჯახა, იტყობინებოდნენ ქართული ტელევიზიები.

მოგვიანებით ხუთი მათგანი გაათავისუფლეს; ერთი კი, ჯავშანმანქანის მძღოლი, კვლავ დაკავებულია, განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის საინფორმაციო გადაცემაში კვირას.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2” იტყობინებოდა, რომ რუსი სამშვიდობოები ”ნასვამ მდგომარეობაში” იმყოფებოდნენ. ტელეკომპანიამ გადასცა სიუჟეტი, სადაც ჩანს, თუ როგორ მიჰყავთ ნიღბიან ქართველ სპეცრაზმელებს რუსი სამშვიდობოები პოლიციის მანქანაში.

”ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც უჩვენებს ყველას, რომ [არსებული სამშვიდობო] ფორმატი უნდა შეიცვალოს… ამგვარი შემთხვევები მიანიშნებს რუსი სამშვიდობოების პროფესიონალიზმის ძალიან დაბალ დონეზე,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button