skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა გმობს რუსეთის ქმედებას

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 7 მაისს მიიღო არასავალდებულო ძალის მქონე რეზოლუცია, რომელშიც აკრიტიკებს რუსეთის ”პროვოკაციულ და სახიფათო განცხადებებს და ქმედებებს”, რაც ”ძირს უთხრის” საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.


რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას ”დაუყონებლივ შეცვალოს” გადაწყვეტილება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.


იგი ასევე მოუწოდებს გაეროს გამოიძიოს 20 აპრილს აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი, რომელიც რეზოლუციის თანახმად, ”გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა MIG-29 გამანადგურებელმა ჩამოაგდო”.


რეზოლუცია მოუწოდებს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს 2008 წლის დეკემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე ”დადებითად გადაწყვიტონ” საქართველოს განაცხადი ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button