skip to content
ახალი ამბები

ბრიტანეთი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ქმედებაზე

დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ბრაიან ფოლმა რეიტენგრაციის საკითხებში საქართველო სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან 16 აპრილს ლონდონში გამართულ შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა რუსეთის გადაწყვეტილებაზე ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.


ბრაიან ფოლის განცხადებით, რუსეთის მიერ ცალმხირვად შეთავაზებული წინადადებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში მხოლოდ დაძაბავს მდგომარეობას რეგიონში.


ლონდონში გამართულ შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლო დროინდელი სამშვიდობო წინადადებები აფხაზეთთან დაკავშირებით.


”სერ ბრაინ ფოლი მიესალმა ახალ წინადადებებს და იმედი გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი დიალოგის განახლებას,”- იტყობინება დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button