ახალი ამბები

პატარკაციშვილის ქონება დაყადაღებულია

ცნობილი ბიზნესმენის, ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 იანვარს გენერალური პროკუტარურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.


თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ყადაღა დაედო ტელეკომპანია ”ტელეიმედს”, მედია ჰოლდინგს ”იმედია” და კომპანიების ”ჯი-ემ კონსალტინგ ჯგუფის”, ”მაუდის” და ”უნივერსალის” ქონებას.


პირველად სასამართლომ ტელეკომპანია ”იმედის” ქონების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის 14 ნოემბერს მიიღო, რომელიც მოგვიანებით 6 დეკემბერს მოხსნა.


10 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ პატარკაციშვილს ბრალი წაუყენა შეთქმულებაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმისა და ტერორისტული აქტის მომზადებაში.


16 იანვარს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი პატარკაციშვილს  დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით მასზე გენერალურმა პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა.


ამასობაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ 15 თებერვალს დაგეგმილ სხდომაზე აპირებს განიხილოს ტელეკომპანია ”იმედის” სამაუწყებლო ლიცენზიის შესაძლო შეწყვეტის საკითხი.ეს ქმედება მოსალოდნელი იყო, რადგანაც უკვე ერთი თვეა ”იმედი” ეთერში არ გასულა, რაც ავტომატურად ნიშნავს სამაუწყებლო ლიცენზიის პირობების დარღვევას.    


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button