
ახალი ამბები
ადიგენის ინციდენტში ეჭვმიტანილი დააკავეს – ტყეშელაშვილი
იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა დააკავეს მოქალაქე ჩალადარიშვილი, რომელიც ეჭვმიტანილია ადიგენის რაიონის სოფელ უდეში ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის კახა მერაბიშვილის ცემის ინციდენტში.
ტყეშელაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დაკავებული არ არის რომელიმე პარტიის წარმომადგენელი ან საჯარო მოხელე.
”ეს არის ჩვეულებრივი ადგილობრივი მაცხოვრებელი. გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისი ღონისძიებები იქნება გატარებული,”- განაცხადა ტყეშელაშვილმა, რომელიც სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფს ხელმძღვანელობს.
აღნიშნულ ინციდენტს ოფიციალური რეაგირება მას შემდეგ მოჰყვა, რაც ახალი მემარჯვენეების შტაბმა მათი აქტივისტის ”სასტიკად ცემის” ფაქტის გამო ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.