ახალი ამბები

ცესკო ცხინვალის რეგიონში საუბნო კომისიის წევრების გადაადგილების პრობლემებს არკვევს

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ოსური მხარის მიერ გზის გადაკეტვის გამო გადაადგილების პრობლემები შეექმნათ სოფლების – ნულისა და ავნევის საუბნო კომისიების წევრებს, თუმცა ეს დაზუსტებული ინფორმაცია არ არის და მიმდინარეობს საკითხის დეტალების დადგენა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სპიკერმა ირაკლი ფორჩხიძემ 11 საათზე გამართულ ბრიფინგზე.


ამ ეტაპზე უცნობია შეძლეს თუ არა კომისიის წევრებმა უბნებამდე მიღწევა, რადგან მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. 


ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ უკვე გამოთქვა პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი კომისიის წევრებს საარჩევნო უბნებში შეშვების პრობლემა შეექმნათ ცხინვალის რეგიონის სოფლებში. 


 

Back to top button