ახალი ამბები

აშშ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას დადებითად აფასებს

აშშ დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას 16 ნოემბრის 19 საათიდან საგანგებო მდგომარეობის გაუქმების თაობაზე, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 15 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.


მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში თავისუფალი მედიის არსებობის აუცილებლობას, ”რაც არ უნდა რთული ან არაკომფორტული იყოს ეს მთავრობისათვის”.


”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ღია ატმოსფერო, სადაც [საპრეზიდენტო] კანდიდატებს ექნებათ თავისუფალი გამოხატვის საშუალება, თავისუფალ მედიასთან ხელმისაწვდომობა და ასევე არსებობდეს დამოუკიდებელი მედია, რომელსაც შეეძლება გააშუქოს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია,”- განაცხადა შონ მაკკორმაკმა.


ტელეკომპანია ”იმედის” დახურვის შესახებ დასმულ კითხვაზე, მან უპასუხა: ”მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელ მედიას მიეცეს მაუწყებლობის და საქმის კეთების საშუალება. და როგორც აღვნიშნე, ეს ხანდახან შესაძლოა არაკომფორტული იყოს, მაგრამ აუცილებელია. ეს ნემისმიერი ძლიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტია”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button