skip to content
ახალი ამბები

სოხუმი ”ოლიმპიური კონფერენციის” გამართვას გეგმავს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ოქტომბერში კონფერენციის გამართვას გეგმავს, რითიც სურს ხაზი გაუსვას თვითგამოცხადებული რეგიონის კავშირს 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან.


საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით ”ოლიმპიური დერეფანი” 100-მდე სტუმარია მოწვეული, მათ შორის ბიზნესმენები და ზოგიერთი რუსი გუბერნატორი, განაცხადა აფხაზმა დეპუტატმა ლევ შამბამ. იგი კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.


კონფერენცია, რომელიც 20-22 ოქტომბერს გაიმართება თვითგამოცხადებული რეგიონის პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სოხუმის, გაგრის და ბიჭვინთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერაა ორგანიზებული, იტყობინება აფხაზეთის ლიდერის პრეს-სამსახური.


აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ არ გაკეთებულა რაიმე ოფიციალური შემოთავაზება სოჭის ოლიმპიური თამაშების მომზადებაში აფხაზეთის მონაწილეობის თაობაზე, გაიმართა კონსულტაციები კერძო რუსულ კომპანიებთან ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისთვის აფხაზეთში არსებული სამშენებლო მასალის გამოყენების თაობაზე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button